среда, 22 апреля 2015 г.

მე-9 დღე

დღეს დავასრულთ სრული კურსი პროექტზე მუშაობისა, ჩავაბარე ჩემი ნამუშევარი, მადლობაც დავიმსახურე. პროექტზე მუშაობა რთულიც იყო და სასიამოვნოც. ბევრი ახალი რამ შევისწავლე , რომელიც ნამდვილად გამომადგება მოსწავლეებთან მუშაობაში და თანამედროვე გაკვეთილის ჩატარებაში. მადლობა ყველას ვინც იზრუნა ჩვენს განათლებაზე.

суббота, 18 апреля 2015 г.

მე-8 დღე

დღეს შევაჯამეთ წინა გაკვეთილზე ნასწავლი, დავამატეთ ახალი და ძალიან საინტერესო ,,ფასილიკაცია ტექნოლოგიებით'',რომელიც მოსწავლეებს გაუადვილებს პროექტზე მუშაობას, მე კი მათთან მუშაობის პროცესს.

пятница, 17 апреля 2015 г.

მე-7 დღე

სხვა დღეებისაგან განსხვავებით დღეს შეიძლება ითქვას, რომ მოვახდინეთ რეალიზება წინა დღეებში ნასწავლისა, შევძელით უკუკავშირის დამყარება, განვიხილეთ თითოეული მოდული, გავეცანით არსებული პროექტების შაბლონებს, რომლებიც აუცილებლად დამეხმარება პროექტის შედგენაში და მოსწავლეების ნამუშევრების სწორად გაგებასა და შეფასებაში.

среда, 8 апреля 2015 г.

მე-6 დღ

ისევე როგორც წინა გაკვეთილები, ეს დღეც ინფორმატიული იყო ჩემთვის, საკითხი რომელიც პრეზენტაციის ახალ უნარ- ჩვევებს ეხებოდა, ახლებურად გავიაზრე, მაგალითად: მოვირგეთ მოსწავლის როლი, საიდანაც პრეზეტაციის აგება და კონკრეტულ პრობლემაზე მსჯელობას ჩემთვის ახალი კუთხით მივუდექი, მოსწავლის როლში ყოფნამ შემძინა ახალი უნარ- ჩვევა, რომელიც მოსწავლესთან საკითხის განხილვისას მომცემს საშუალებას, უკეთ დავინახო და გავიაზრო მოსწავლის თვალით დანახული პრობლემა და მისი გადაჭრის გზები. ამასთანავე მიმჩნია, რომ მოსწავლე აზრის გამოხატვაში უფრო მოტივირებული იქნება.

воскресенье, 5 апреля 2015 г.

მე-5 დღე

დღეს ძალიან ვსიამოვნეთ, ვისწავლე სლაიდების გაკეთება, აგრეთვე გავეცანი მე-3 მოდულს, ვისწავლე კავშირები და პრეზენტაციის თემის დამუშავება. ეს ყველაფერი დამეხმარება მოსწავლეებთანმუშაობაში.



суббота, 4 апреля 2015 г.

მე-4 დღე

ვისწავლე შეფასების ხუთი მიზანი, რომელიც გამიყვანს შედეგამდე.
აგრეთვე ვისწავლე პროექტის  ჩეკლისტის შედგენა, გავეცანი მოსწავლეებთან თანამშრომლობას პროექტის  შედგგენასთან დაკავშირებით. ეს ყველაფერი დამეხმარება სასწავლო პროექტის უკეთ დაგეგმვაში.

среда, 1 апреля 2015 г.

მე-3 დღე
დღეს  ჩემი  მუშაობა ნაყოფიერი იყო, ვისწავლე თითოეული მოდულის გახსნა, საჭირო შაბლონების ნახვა და დამუშავება, რომელიც გამომადგება მოსწავლეებთან მუშაობაში , კითხვის სწორად დასმაში და პრობლემური საკითხების წამოჭრასა და გადაჭრაში. ეს ყველაფერი დამეხმარება მოსწავლეებთან მუშაობაში, რომელიც მკვეთრად აამაღლებს მათ აკადემიურ მოსწრებას.